თეგი: ქარის ელექტროსადგური

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი ყარაყალპაკის რესპუბლიკაში 1,5 გვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმება უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის საუდის არაბეთში ვიზიტისას გაფორმდა.  მედიის ცნობით, ეს იქნება უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. დაგეგმილია, რომ ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე შეძლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოს 1,65 მილიონი ოჯახი და მოახდონოს წელიწადში 2,4 მილიონი ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის კომპენსაცია.  ამასთან, საუდის არაბეთი უზბეკეთის ენერგეტიკაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.  საერთო ჯამში, მხარეებმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამ ძირითად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დღეისათვის უზბეკეთში საუდის არაბეთის პარტნიორებთან ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება.  

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველ ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Yle იტყობინება. კომპანიბმა Metsahallytus-მა და Vattenfall-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ფინეთის პირველი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას კორსნასის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე. ობიექტის სიმძლავრე 1.3 გიგავატს მიაღწევს, ხოლო ელექტროენერგიის სავარაუდო გამომუშავება წელიწადში 6 ტვტ/სთ იქნება. ობიექტი ელექტროენერგიას მიაწვდოს 2 მილიონზე მეტ მრავალბინიან კორპუსს ან დაახლოებით 250 ათას კერძო სახლს. ფინეთის მიზანია, 2035 წლისთვის ნახშირბადისგან ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს. ამჟამად, ფინეთში წარმოებული ქარის ენერგია ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ექსპერტების აზრით, 10 წელიწადში ეს წილი 25%-მდე გაიზრდება.  

საქართველოში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი ქვეყნის დასავლეთით, იმერეთის რეგიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ამის შესახებ დღეს მთავრობის პრესსამსახურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 24 თვეა გამოყოფილი. ახალი ქარის ელექტროსადგური წელიწადში 181 მილიონ კვტ/სთ-მდე გამოიმუშავებს. ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარი იქნება.  

აღმოსავლეთ ევროპაში ქარის უდიდესი ელექტროსადგური უკრაინაში ამოქმედდება

უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპაში ქარის უდიდესი ელექტროსადგური ამოქმედდება. ამის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი. პროექტი 2025 წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად. უკრაინის DTEK Group-მა და Vestas-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შესახებ -  პროექტს მხარს უჭერენ ევროკომისია, უკრაინისა და დანიის მთავრობები. ჯამური ინვესტიცია 650 მილიონ ევროს აღემატება. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატი იქნება. DTEK მზადაა, მეორე ეტაპის მშენებლობა 2024 წლის მეორე კვარტალში დაიწყოს, მის დასრულებას კი, 2025 წლის ბოლოსთვის ელის.  

ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. აღნიშნული ელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება. „ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.